„ალ-ხანსას ბატალიონი“: ქალების როლი ჯიჰადისტურ დაჯგუფებებში

ავტორები

  • თინათინ ქაროსანიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ქალები, ჯიჰადისტური დაჯგუფებები, ტერორიზმი, ალ-ხანსას ბატალიონი, ისლამი

ანოტაცია

სტატიაში განხილულია ქალების როლი თანამედროვე ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებებში, რომელმაც დიდი ევოლუცია განიცადა. მე-20 საუკუნის 60-70-იანი წლებიდან ქალები აქტიურად ჩაებნენ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში და არა მხოლოდ წევრები, არამედ ლიდერებიც გახდნენ. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს გერმანიაში მოქმედი “წითელი არმიის ფრაქცია”, რომელსაც ასევე ბაადერ-მაინჰოფის დაჯგუფებას უწოდებდნენ, მისი ერთ-ერთი ლიდერის ულრიკე მაინჰოფის გამო. ისლამისტურ რადიკალურ დაჯგუფებებში ქალების გააქტიურება ჩეჩენი “შავი ქვრივების” ფენომენს უკავშირდება. ქალი-ნაღმი რომ წარმატებული სტრატეგიის ნაწილი გახდა, არ გამოპარვიათ ისლამისტურ დაჯგუფებებს, სადაც ქალის როლი ძირითადად ოჯახში მისი საქმიანობით განისაზღვრებოდა. შესაბამისად, ქალებმა ალ-კაიდაში, ჰამასში და მსგავს დაჯგუფებებში არა მხოლოდ დედის თუ ცოლის ადგილი დაიკავეს, არამედ ორგანიზაციის პროპაგანდისტები, მებრძოლები და თვითმკვლელი თავდამსხმელებიც გახდნენ. სტატია ძირითადად ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში ქალების როლს იკვლევს, რომელიც ორგანიზაციამ “მედინის ქარტიაში” განსაზღვრა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ქალის მთავარი დანიშნულება ოჯახი იყო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ქალს ბრძოლაში ჩართვაც შეეძლო. ორგანიზაციის სტრუქტურის მიხედვით, ქალები ასრულებდნენ ადმინისტრაციულ, პროპაგანდისტულ, რეკრუტირების და საბრძოლო ამოცანებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია. ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში მოქმედი “ალ-ხანსას ბატალიონი”, რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ რაქაში. “ალ-ხანსას ბატალიონი” აერთიანებდა მუსლიმ ქალებს სხვადასხვა ქვეყნიდან როგორც ახლო აღმოსავლეთიდან თუ ჩრდილოეთ კავკასიიდან, ისე ევროპიდან. ბატალიონის ძირითად ფუნქციას ქალების კონტროლი წარმოადგენდა. ის ჰისბასთან გაერთიანების შემდეგ, ერთგვარ მორალის დაცვის პოლიციის მსგავსი ერთეული იყო, რომელიც ქუჩებსა და თავშეყრის ადგილებში აკონტროლებდა მუსლიმი ქალების ქცევას. “ალ-ხანსას ბატალიონი” ასევე ეწეოდა უცხოელი გოგონების რეკრუტს, პროპაგანდას და ცდილობდა დაჯგუფების მებრძოლებისთვის შესაბამისი მუსლიმი გოგონა შეერთო ცოლად. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების დაშლის შემდეგ “ალ-ხანსას ბატალიონიც” გაუქმდა, თუმცა ბატალიონის წევრები კვლავ აგრძელებენ ჯიჰადისტური იდეების გავრცელებას და ჯიჰადის მომავალი თაობის აღზრდას. ბატალიონის გაუქმების შედეგად შეიცვალა ქალების ფუნქცია, თუმცა მათი როლი არ შემცირებულა და ისინი კვლავ აგრძელებენ საქმიანობას. “ალ-ხანსას ბატალიონი” ნათლად აჩვენებს, რომ თანამედროვე რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებში ქალები არა მხოლოდ მხარდამჭერები არიან, არამედ წარმოადგენენ მებრძოლებს, თვითმკვლელ თავდამსხმელებს, იდეოლოგებს, რეკრუტებს. ხშირ შემთხვევაში მამაკაცების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უკან ქალები დგანან. ქალების ასეთი აქტიური ჩართულობა ცვლის ბრძოლის ტაქტიკას, ახალისებს სხვა ქალებს, ზრდის მომავალ თაობებს და ხელს უწყობს მათ მოწამეობრივ აღსასრულს. "

ავტორის ბიოგრაფია

თინათინ ქაროსანიძე , თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი, პროფესორი

ლიტერატურა / წყაროების მითითება

Abu Rumman, M., & Hassan Abu Hanieh. (2017). Infatuated with martyrdom: Female jihadism from Al-Qaeda to the ‘Islamic State’ (B. Malkawi, Trans.). Friedrich-Ebert-Stiftung Jordan & Iraq.

BBC. (2018, June 15). Mother and daughter jailed for terrorist plot. https://www.bbc.com/news/uk-44496433

Center on Global Counterterrorism Cooperation. (2012). EU workshop on effective programming for countering violent extremism: Final summary report.

De Leede, S. (2018). Women in jihad: A historical perspective. International Centre for Counter-Terrorism. [suspicious link removed]

Faraj, R. (2018, August 1). Al-Khansaa Battalion: Jihadist brides in ISIS. Al Mesbar Studies & Research Center. https://www.mesbar.org/al-khansaa-battalion-jihadist-brides-isis/

Hassanein, M. B. (2025). The different roles of women in the Islamic State of Iraq and Syria: An explanation [Master’s thesis, American University in Cairo]. AUC Knowledge Foundation.

Khelghat-Doost, H. (2016). Women of the Islamic State: The evolving role of women in jihad. Counter Terrorist Trends and Analyses, 8(9), 21–26. [suspicious link removed]

Khalil, L. (2019). Behind the veil: Women in jihad after the caliphate. Lowy Institute for International Policy. http://www.jstor.com/stable/resrep19786

Margolin, D. (2019). The changing roles of women in violent Islamist groups. In A. Alexander (Ed.), Perspectives on the future of women, gender, & violent extremism (pp. 40–49). The George Washington University Program on Extremism.

Milton-Edwards, B., & Attia, S. (2017, December 14). Female terrorists and their role in jihadi groups. The Brookings Institution. https://www.brookings.edu/articles/female-terrorists-and-their-role-in-jihadi-groups/

Perešin, A. (2015). Fatal attraction: Western Muslimas and ISIS. Perspectives on Terrorism, 9(3), 21–38. [suspicious link removed]

Perešin, A. (2019). The role of women in post-IS jihadist transformation and in counter-extremism. In S. Pektas & J. Leman (Eds.), Militant jihadism: Today and tomorrow (pp. 101–120). Leuven University Press.

Spencer, A. N. (2016). The hidden face of terrorism: An analysis of the women in Islamic State. Journal of Strategic Security, 9(3), 74–98. [suspicious link removed]

The Islamic State in Iraq and Syria. (2024). Wathiqat al-Madinah (The Medina Charter) (Wilayat Nineveh Issue No. 34). https://justpasteit/nenwa

Downloads

გამოქვეყნებული

2025-09-25

გამოცემა

სექცია

ისტორია